Friday, November 26, 2010

ზღვისპირა კურორტი

პროექტის სახელი: ზღვისპირა კურორტი.

პროექტის მოკლე აღწერა: გაეცნონ მოსწავლეები ურეკის მაგნიტური ქვიშის უნიკალურ შესაძლებლობებს.შეისწავლონ პრაქტიკაში დანერგილ ქვიშით მკურნალობით მეთოდებს.

პროექტის სრული აღწერა: მოიძიონ მასალა ურეკის ისტორიაზე.ურეკის ქვიშის უნიკალური თვისებების აღმომჩენ პიროვნებებზე.სლაიდების საშუალებით წარმოაჩინონ მოძიებული მასალა.მოიყვანონ დაავადებების მქონე ადამიანების განკურნების მაგალითები.

მონაწილეთა ასაკი/კლასი: 15–16/9–10 კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა: ივნისი–აგვისტო.

პროექტის შესაძლო აქტივობები: ინერნეტის მასალის მოძიება. ფოტო–ვიედო მასალის მოძიება. ურეკის ღვაწლმოსილ ადამიანებთან ინტერვიუს ჩაწერა. მაგნიტური ქვიშით განკურნებულ ადამიანებთან შეხვედრა. საბოლოო შედეგის პრეზენტაციის სახით წარმოდგენა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთ უნიკალურ სამკურნალო–დასასვენებელ კურორტს ურეკს. შეისწავლიან მაგნიტური ქვიშის გამოყენების საშუალებებს.გახდებიან უფრო მეტად ინფორმირებულნი აღნიშნული თემის შესახებ.

სარგებელი სხისთვის: მიიღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას ურეკის შესახებ.გაეცნობიან მაგნიტური ქვიშის მკურნალობის საშუალებებს, აგრეთვე ევკალიპტის ვანებისა  და სამკურნალო მასაჟების ეფექტურობას.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან და სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია; გეოგრაფია; სპორტი; ინფორმატიკა.

პროექტის ფასილიტატორის სახელი/ ელფოსტა: ეკა ახალაია/ekaaxalaia@gmail.com
 პროექტის ვებგვერდი: kekva.blogspot.com